(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასული კვირის პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. მხარის პირველი პირი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თუმცა, საინტერესოა, უამრავი გაუხსნელი ქურდობების, “ბახმაროს სკანდალის” და ტაკიძის საქმის შემდეგ, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა იგრძნოს?!
ჩიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე დააკავა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ჩიტაიშვილისთვის ახალი თანამდებობა მზადდება, მის ადგილზე კი, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი, რამაზ ნიკოლაიშვილის კადრი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გოგუაძე დაინიშნება.