სამი წელი გავიდა ავადმოსაგონარი აგვისტოს ომიდან. ომიდან, რომელსაც პატარა ჩოხატაურიდან სამი ბიჭის _ მერაბ ახობაძის, ლერი მგალობლიშვილისა და მურთაზ ირემაძის სიცოცხლე შეეწირა. სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირული სამი ჯარისკაცი ჩამოასვენეს მშობლიურ რაიონში. შავებით შეიმოსნენ დედა, მამა, მეუღლე, ახლობლები, დაობლდნენ შვილები, რომლებსაც მამის სურათები შემორჩათ მხოლოდ.
აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ერთად, შინმოუსვლელთა პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს გმირთა საფლავები. მათთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთიდან ჩამოსული ქართველთა სათვისტომოს _ “სამშობლოს” თავმჯდომარე, რომელმაც კინოს სახლში, ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, შეკრებილ საზოგადოებას აჩვენა ჩეხების თვალით დანახული აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალა.
დასასრულ, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და ცენტრის მიერ გაიმართა კონცერტი.