(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, შპს “ბლექსი სითი გრუპის” ხელმძღვანელობით, ასფალტის ქარხანა შენდება.
შპს “გზამშენი 18-ის” დირექტორის, თემურ ჯახვას ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და, ალბათ, ერთ კვირაში გაიხსნება და მაღალი წარმადობა ექნება, დღეში _ 1000 ტონა: _ აქ წარმოებული გზის საფარი მასალა მოხმარდება გურიაში მშენებარე ავტობანს, ასევე ქარხანა მოემსახურება აჭარის რეგიონსაც, _ თქვა ჯახვამ.