წერილის თანახმად, მთავარი პროკურატურა იმ პირების შესახებ ითხოვს ინფორმაციას, რომლებიც 2010 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ.
_ საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე #1102280213001 _ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემჭიდროვებულ ვადებში გვაცნობოთ, იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. დადებით შემთხვევაში მოგვაწოდეთ აღნიშნული პირების სია, დემოგრაფიული მონაცემების მითითებით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესაბამისი, დამოწმებული ასლები. აგრეთვე, გვაცნობეთ, მათი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამგზავრების საფუძველი, _ აღნიშნულია მიმართვაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ძიებაა დაწყებული, პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თემურაზ დოლიძე, გუშინ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა: “რამეზე რომ იყოს გამოძიება დაწყებული გეტყოდით, ოფიციალურად გაგცემდით პასუხს, მაგრამ ყველა იმ ფურცელზე, რაზეც შეიძლება პროკურატურა დაინტერესდეს, ჯერ არ იყოს მსვლელობა დაწყებული და სერიოზულად არ ვფიქრობდეთ რაღაცაზე, უნდა მირეკოთ და მე პასუხი უნდა გაგცეთ?”
იხილეთ სტატია: პროკურატურის პრესსამსახური: “ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს”