სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ტაივანში 18 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპრეს მატარებელის შემადგენლობა რელსებიდან გადავიდა, დაიშალა და ამოყირავდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მატარებელში 366 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.