(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ყოველი წლის 19 აგვისტოს განსაკუთრებულად აღნიშნავენ _ 1993 წლიდან სოფელში ტრადიციად იქცა დოღის გამართვა, თუმცა, წელს მას სხვა სპორტული სანახაობებიც: ჭიდაობა, ჭადრაკი, მკლავჭიდიც დაემატა. ეს ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭების: დავით რამიშვილის, ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძისა და ირაკლი თოდუას ხსოვნას ეძღვნება. გამარჯვებულთათვის პრიზები კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა, სპორტულმა ცენტრმა, ღრმაღელის ტერიტორიულმა ერთეულმა და “გეომშენი-4”-მა დააწესეს.