სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ დაუშვებელია გაურკვეველი წარმოშობის თესლის დათესვა. მათი განმარტებით ყველაზე უკეთესია შინგამოყვანილი, საუკეთესო ბოსტნეულიდან აღებული თესლი. თესლის ყიდვა სპეციალიზირებულ მაღაზიებშია შესაძლებელი. ხშირ შემთხვევაში, ბაზარში ნაყიდი თესლი არასაიმედოა.
თესლის შესანახად ყველაზე უკეთესი ადგილია ოთახი, კარადის ქვედა უჯრა, იატაკთან ახლოს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თესლები არ შეინახოთ ცივ ადგილას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დასჭირდება ერთი თვის განმავლობაში 30 გრადუსს ტემპერატურაზე გათბობა.
თესლების შენახვის საშუალო ხანგრძლივობაა 3-4 წელი.
ხახვი, ოხრახუში, სიმინდი, ძირთეთრა შეგიძლიათ, შეინახოთ 1-2 წელი. სტაფილო, კომბოსტო, ყაბაყი, ნიახური, სალათა, ბარდა, თალგამურა, ლობიო, თვის ბოლოკი, ბოლოკი, წიწაკა, ისპანახი და ნესვი _ 3-5 წელი. ჭარხლის, კიტრის, მდოგვის, პომიდვრის, გოგრის, ნესვის, პატისონის და საზამთროს თესლი 5 წელზე მეტ ხანს ინახება.