გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, 19 აგვისტოს 12 საათიდან 16 საათამდე ბახმაროში ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდება.
“მოქალაქეების საყურადღებოდ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე, დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება, 19 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კურორტის ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანებით გადაადგილება. ბახმაროს სტუმრებს ვთხოვთ, ავტომანქანები გააჩერონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე.
გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან – 2050 ნიშნულის მიმდებრე ტერიტორიიდან”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრადიციული დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
დღის განმავლობაში მოეწყობა:
ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში.
ღონისძიება დასრულდება ჯგუფი „ურსას“ კონცერტით.
































































