კლინიკაში გარდაიცვალა 19 წლის მარიამ რობაქიძე, რომელიც ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქებისას დაშავდა, – ინფორმაციას “ლელოს” წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს.
ლოტკინის დასახლებაში ძლიერი აფეთქება 24 სექტემბერს ღამით მოხდა და ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.






























































