https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ხარჯავს ჩოხატაურის ხელისუფლება ხალხის ფულს

19:09; 5.09.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალურად გამოთხოვილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს, თვეში 500 ლიტრი საწვავის ლიმიტი აქვს. მის მოადგილეს, მიხეილ უნგიაძეს _ 100 ლიტრი. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი, ზაზა ბასილია თვეში 30 ლიტრ ბენზინს იღებს; ამდენივეა ფრაქცია “მაჟორიტარების” ლიდერის, თემურ ხუხუნაიშვილის ყოველთვიური საწვავის ლიმიტი. 30-30 ლიტრი ბენზინი საკრებულოს სხვა კომისიებსაც ეძლევათ, გარდა ზაზა სიხარულიძისა (ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე), რომელსაც ბიუჯეტიდან თვეში 80 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი.

რაც შეეხება სატელეფონო ბარათებს _ ანტონ ხუნდაძეს თვეში 240 ლარის სასაუბრო აქვს, მიხეილ უნგიაძეს _ 90, ხოლო კომისიის ხელმძღვანელებსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს _ 15-15.

ჩოხატაურის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, 500-ლიტრიანი საწვავის ლიმიტი აქვს; მის მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს _ 250.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, დავით ჯინჭარაძეს _ 150; საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, ზურაბ ჩანტლაძეს _ 150; საფინანსო განყოფილების უფროსს, ჯემალ სიხარულიძეს _ 40; გამგეობის მთავარი ბუღალტერი 40 ლიტრ საწვავს იღებს; ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან ჩხიკვაძე 150 ლიტრს; სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, ივანე ცინცაძე _ 50 ლიტრს. ამდენივე აქვს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს, დოდო მამალაძეს. მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოგიბერიძის თვიური ლიმიტი 150 ლიტრი საწვავია. მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მალხაზ დოლიძის _ 70. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელს, დიმიტრი მეგრელიშვილს 300 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს, ედიშერ სიხარულიძეს _ 280; ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ზაალ ბერძენიშვილს _ 100; დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, გოჩა ჯინჭარაძეს _ 50; სხვა რწმუნებულებს კი _ 20-20 ლიტრი.

რაც შეეხება არასამეწრამეო იურიდიულ პირებს _ კომუნალური სამსახურის დირექტორს, კახა ჯინჭარაძეს 80 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი. ამავე სამსახურის მთავარ ინჟინერს, ავთო ცინცაძეს _ 50, ხოლო მთავარ ბუღალტერს, გოჩა ცინცაძეს _ 20 ლიტრი.

დაწესებულება “მომავლის” ხელმძღვანელი, ნინო ბარამიძე ყოველთვიურად 100 ლიტრ საწვავს იღებს. კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი, თამაზ ძნელაძე _ 100 ლიტრს; კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ კეკელიძე 40-ს; ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, გოგი კუტუბიძე _ 170 ლიტრს.

საბიბლიოთეკო გაერთიანებას, სამუზეუმო გაერთიანებას, სამხატვრო, სამუსიკო სკოლას და სპორტის განვითარების ცენტრს საწვავი არ ეძლევა.

რაც შეეხება მონო-ბარათებს _ გია გიორგაძეს,ანტონ ხუნდაძეზე 50 ლარით ნაკლები _ 195 ლარის სასაუბრო ლიმიტი აქვს; დიმიტრი კორიფაძეს _ 150; დავით ჯინჭარაძეს _ 120; ამდენივე აქვს ზურაბ ჩანტლაძესაც. ლევან ჩხიკვაძეს _ 60; ივანე ცინცაძეს _ 30; დოდო მამალაძეს _ 60; ვლადიმერ გოგიბერიძეს _ 45; მალხაზ დოლიძესაც _ 45. დიმიტრი მეგრელიშვილს _ 15; ედიშერ სიხარულიძეს _ 60; ზაალ ბერძენიშვილს _ 30. რწმუნებულებიდან, სასაუბრო ბარათი მხოლოდ დაბის რწმუნებულს, გოჩა ჯინჭარაძეს (15 ლარი); გუთურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, შოთა გიორგაძეს (10 ლარი); ნაბეღლავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, გია კალანდაძეს (10 ლარი); ქვენობნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ბონდო დოლიძეს (10 ლარი) და ხევის რწმუნებულს, ლევან მამალაძეს (10 ლარი) ეძლევათ.

ეს ოფიციალური ციფრებია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერით დადასტურებული. თუმცა, საგაზეთო ინტერვიუების დროს, რესპონდენტები სულ სხვა ციფრებზე საუბრობენ.

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზაურ ოსეფაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი თვიური ლიმიტი 50 ლიტრი ბენზინია. მისივე თქმით, საწვავს მხოლოდ სამსახურის საქმეებზე ხარჯავს, მაგრამ მას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლია.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დავით ჯინჭარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საწვავს თანამშრომლებსაც უნაწილებს, თუმცა, მისი არცერთი თანამშრომელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ლუდა მეგრელიშვილის თქმით, სამსახურის უფროსს მისთვის საწვავი არასდროს მიუცია. იგივეს ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ლია ხუნდაძეც.

დოდო მამალაძის განმარტებით, საწვავს მხოლოდ თვითონ მოიხმარს და თანამშრომლებს არ უნაწილებს:

_ არავის ვაძლევ _ მივდივარ-მოვდივარ. მხოლოდ ჩემთვის ვიყენებ, _ გულწრფელად გვიპასუხა მამალაძემ.

თითქმის არც ერთ სამსახურს არ გააჩნია იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ საწვავი ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დახარჯეს. როგორც სამსახურის უფროსებისა და საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელები ამბობენ, მსგავსი სახის დოკუმენტის წარდგენა მათ არ ევალებათ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის თქმით, ყველა სამსახურს ბენზინი ლიმიტის სახით აქვთ დამტკიცებული, რაც დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას არ მოითხოვს.

ჩოხატაურის “თეთრ სახლში”, მხოლოდ ორი სამსახური აღმოჩნდა ისეთი, სადაც გვითხრეს, რომ საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დამტკიცება შეეძლოთ. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ჩხიკვაძემ სხვადასხვა სოფლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაღებული ფოტომასალა გვაჩვენა. იგივე სახით წარმოგვიდგინეს საწვავის ხარჯის მიზნობრიობა სოციალურ სამსახურშიც.

სხვა დანარჩენ სამსახურებში (არც გამგეობის და არც საკრებულოს) კი, არც ფოტომასალა არსებობს და არც სხვა რაიმე მსგავსი მტკიცებულება იმისა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწვავი ნამდვილად საქმეს ხმარდება.

_ არ მჭირდება არანაირი დოკუმენტის წარდგენა. ლიმიტირებულია საწვავი და სასაუბრო ბარათიც, _ გვითხრა დავით ჯინჭარაძემ.

_ ზოგადად, ყველა ორგანიზაცია, საბიუჯეტოა ის თუ არასაბიუჯეტო, ვალდებულია, მოახდინოს ყველა მატერიალური რესურსის აღრიცხვიანობა და შემდგომ მისი ეტაპობრივად ჩამოწერა, საქართველოში საბუღალტრო აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების სტანდარტებით, კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საწვავიც (ბენზინი), რა თქმა უნდა, მატერიალური რესურსია და ისიც ექვემდებარება ჩამოწერას საბუღალტრო დოკუმენტაციების მიხედვით. მით უფრო, როცა საუბარია საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თითოეული ხარჯის დადასტურების მიზნობრიობა და კანონიერება არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, არამედ ფაქტობრივი მასალების მიხედვით.

ფაქტობრივ მასალებში იგულისხმება ის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში უნდა არსებობდეს საწვავის ჩამოწერის სპეციალური ფორმა (რეესტრი), რომლის მიხედვითაც, ბენზინი (შესაძლებელია ბენზინის ტალონი) უნდა გაიცეს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ამავე ორგანიზაციის საკუთრებაა ან/და აყვანილია სახელშეკრულებო იჯარით. რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების გასვლისა და უკან დაბრუნების კოორდინატები, კილომეტრაჟის მრიცხველის საწყისი და საბოლოო მაჩვენებლები, განვლილი მანძილი, ადეკვატურად გახარჯული საწვავი და მძღოლის ხელმოწერა. სწორედ ეს, ან მსგავსი დოკუმენტი უნდა იყოს მატერიალური მარაგების ჩამოწერის საფუძველი.

სხვა საკითხია თუ საწვავისთვის გამოყოფილი ხარჯი დაბეგრილი მივიდა ადრესატამდე; მაშინ, საწვავის ხარჯის დადასტურების ფორმა მარტივდება, მაგრამ ხარჯის მიზნობრიობა (ანუ რისთვის გამოიყო საწვავი) აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული. ასე რომ, მთავარი არ არის საწვავის შეძენა; მთავარია, რამდენად მიზნობრივად და კანონიერად იხარჯება იგი, _ ამბობს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხინთიბიძე.

მუნიციპალიტეტის მთავარ ბუღალტერს, ზურაბ შათირიშვილს კითხვაზე, რატომ არ არსებობს საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბუღალტერიაში, პასუხი გაცემა გაუჭირდა:

_ უფროსები არიან(?!)…

_ სამსახურებმა არ უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რა და როგორ დახარჯეს?

_ ალბათ (?!), ახსნა-განმარტებას დაწერენ და ის იქნება.

_ ჩვენთან საუბარში, აბსოლუტურად ყველა სამსახურის უფროსმა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ არც ახსნა-განმარტებებს წერენ და არც იმას ამტკიცებენ, რომ გამოყოფილი საწვავი ნამდვილად სამსახურს მოახმარეს…

_ თუ არ წარმოუდგენიათ, ალბათ, წარმოადგენენ ახლა. თუ მოითხოვენ(?!), _ გვითხრა შათირიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამგეობაში ვერავინ გვპასუხობს, რა პრინციპით უმტკიცდებათ ლიმიტი სამსახურებს. სამსახურების დებულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი საქმე და სამოძრაო, ინფრასტრუქტურისა და სოციალურ სამსახურებს აქვთ. თუმცა, რატომღაც (?!) სოციალური სამსახურის ლიმიტი თვეში 50 ლიტრია. მაშინ როცა, საორგანიზაციო სამსახური, რომლის დებულებაშიც გარკვევით წერია, რომ დოკუმენტებთან მუშაობა ევალებათ, 150 ლიტრ საწვავს იღებს და საწვავს მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელი მოიხმარს.

უნდა ითქვას ისიც, რომ გამგეობამ სრული ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ჩამონათვალში არსად წერია გამგებლის თანაშემწის, მამუკა სანიკიძის 40-ლარიანი თვიური ლიმიტის შესახებ.

უამრავ კითხვას ბადებს სატელეფონო ბარათის გამოყოფა მხოლოდ 5 რწმუნებულისთვის. აქედან 4-ს, 10-ლარიანი მონო ეძლევა, ხოლო დაბის პირველ პირს 15-ლარიანი სასაუბრო ბარათი.

გია გიორგაძის თქმით, დანარჩენი რწმუნებულები, “ჯეოსელის” ქსელში ჩართული კორპორაციული ტელეფონებით სარგებლობენ, თუმცა, ეს ოფიციალურ წერილში მითითებული არ არის.

_ გამგეობა უხდის ყოველთვიურად კორპორაციულის აბონენტებს 5 ლარს. ეს ძალიან კარგი ქსელია და საათობითაა შესაძლებელი ქსელში ჩართულ ადამიანებთან უფასოდ საუბარი, _ გვითხრა გიორგაძემ.

გამგებლის განმარტებით, დაბის რწმუნებულს, გოჩა ჯინჭარაძეს 15-ლარიანი სასაუბრო ბარათი მხოლოდ იმ მიზეზით ეძლევა, რომ დაბა დიდია. რაც შეეხება სატელეფონო ბარათის მიმღებ 4 რწმუნებულს, გამგებლის განმარტებით, მათ სოფლებში “ჯეოსელის” ქსელი არ იჭერს. გიორგაძის სიტყვები ჩვენ მარტივად გადავამოწმეთ და რამდენიმე ადამიანს გუთურში, ნაბეღლავში, ხევშიც და ქვენობანში, სწორედ “ჯეოსელის” ქსელში ჩართულ ტელეფონებზე, უპრობლემოდ დავუკავშირდით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აუდიტს, წლებია, ავთანდილ ბერიშვილი ატარებს. “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ კანონის “ხვრელები” მავანს სხვადასხვანაირად მოქმედების საშუალებას აძლევს.

_ ეს არის ხარჯის თანხა და უფლება აქვთ გასცენ. თანამშრომელი არ არის ვალდებული, საკუთარი ფინანსებით გააკეთოს სახელმწიფო საქმე.

_ ბატონო ავთო, შეიძლება, ეკუთვნით, მაგრამ ხომ არის ზღვარი?! სოციალური სამსახურის დებულებით რომ ვიმსჯელოთ, ისინი სოფლებში უნდა დადიოდნენ, პრობლემებს ადგილზე სწავლობდნენ, მათ ამისთვის 50 ლიტრი საწვავი აქვთ გამოყოფილი. ხოლო საორგანიზაციო სამსახურს, რომლის ფუნქციებში მხოლოდ დოკუმენტაციის მიღება-გაგზავნა და ზოგადად, დოკუმენტებთან მუშაობა შედის, 150 ლიტრის ლიმიტი აქვს, რომელსაც ყოველთვიურად წარმატებით ხარჯავს. როდესაც აუდიტს ატარებთ, ამოწმებთ, არსებობს თუ არა დოკუმენტაცია ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ არსებობს თუ არა?

_ როგორც აუდიტი, გეტყვით, რომ ჩემთვის, მთავარი არ არის, რატომ ეძლევათ ეს საწვავი. მაგას მე ვერ ვაკონტროლებ. მე ვაკონტროლებ, როდესაც გასცა ეს ბენზინი, იყო თუ არა ეს გაცემული ხარჯად. თუ ასე არ იყო, ბიუჯეტს საშემოსავლო უნდა გადარიცხვოდა.

_ უნდა არსებობდეს თუ არა საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია?

_ ჩვენს კანონმდებლობაში ხშირად არის ვაკუუმი შექმნილი. არსებობს ფინანსთა მინისტრის ბრძანება და ყველა ორგანიზაციას ეძლევა მიმართულება, რომ შექმნან საგზური, თუ როგორ და რაზე ხარჯავს. სამწუხაროდ, არ არის მითითებული, ეს მხოლოდ სამეწარმეო ორგანიზაციებს ეხება თუ საბიუჯეტოსაც.

_ იმ შემთხვევაში, თუკი გამგეობის ფინანსური დოკუმენტაციით კონტროლის პალატა დაინტერესდა, რა მოხდება?

_ ამ საკითხში გეთანხმებით. რაღაც ფორმა უნდა იყოს გამგეობის, საკრებულოს მიერ შემუშავებული. ისე, 150 ლიტრი საწვავი ფუფუნებაა, რადგან არ მახსოვს, წინა წლებში რომელიმე სამსახურს ამ რაოდენობის ლიმიტი ჰქონოდა. იყო 40-30, 15 და ჩავთვალე, რომ ეს არ იყო დიდი თანხა და ამ რაოდენობის საწვავი ნამდვილად სჭირდებოდა სამსახურს, _ აღნიშნა ბერიშვილმა.

გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, ამ საკითხზე კომენტარს დოკუმენტების გაცნობამდე ვერ გააკეთებს:

_ როგორც წესი, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია საფინანსო სამსახურში უნდა იყოს. ზეპირად, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ კვირაში პირადად შევამოწმებ ყველა სახის დოკუმენტს და კომენტარსაც შემდგომ გავაკეთებ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამგეობამ დახმარების სურვილი გამოთქვა

დიდი სტუმრობა აკეთში

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო