გურიაში, სოფელ ლესასთან ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული ოთხი ადამიანი, რომლებიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სახლში გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ფოთის საავადმყოფოში დაუდასტურეს.
ფოთში გადაყვანილი ოთხივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრი და თურქეთის მოქალაქეა, ისინი ავარიაში “ფორდის” მარკის მსუბუქი ავტომანქანით მოყვნენ, საჭესთან თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალას ჩანაკალში მიდიოდა.
ავტოვარიისას დაშავებული თურქების ოჯახი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, 14 წლის ბუსრიკ კუტარის ჯანმრთელობის მდგომარეობაშე შედარებით მძიმე იყო, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა დასტაბილურდა.
გუშინ საღამოს, თურქეთიდან თბილისიკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 25-მდე კი დაშავდა, რომლებიც ბათუმის, ფოთის და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.