(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გია ტაკიძის სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, ოზურგეთის სასამართლო სხდომათა დარბაზში გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ამჟამად ბრალდებული გიორგი ტაკიძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 30 აგვისტოს, 12 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “გურია ნიუსს” უთხრეს, პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო და 20 სექტემბრამდე ჩატარდება.