3:1 _ ასე დასრულდა ოზურგეთის “მერცხალსა” და ხობის “კოლხეთის” მატჩი, რომელიც 9 სექტემბერს, ოზურგეთში, “მეგობრობის” სტადიონზე შედგა. თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე საგოლე მომენტიც შეიქმნა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ფორტუნა ოზურგეთელი ფეხბურთელების მხარეს იყო და შედეგმაც არ დააყოვნა: პირველი ბურთი სტუმრების კარში სერგო ჩიგოგიძემ გაიტანა, რასაც ძალიან მალე ხობელთა კარებში მეორე გოლი მოჰყვა _ ამჯერად, ანგარიში გიორგი ტყეშელაშვილმა გაზარდა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში უპირატესობა “კოლხეთის” ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა, მატჩის საუკეთესო გოლი ახალგაზრდა ოზურგეთელმა ფეხბურთელმა ლაშა კოტრიკაძემ გაიტანა და ამით თამაშის ბედი გადაწყვიტა.
მატჩის მიმდინარეობისას “კოლხეთის” და “მერცხალის” ფეხბურთელების შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რაც უცებ აღმოიფხვრა და თამაში გაგრძელდა.
მატჩის მიწურულს, “მერცხალის” კარებში პენალტი დაინიშნა, რამაც მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია _ მათ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ანგარიშით 3:1 “მერცხალის” გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი აჩვენა.
პირველი ლიგის ა ზონაში პირველ ადგილს ბათუმის “დინამო” იკავებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი და “მერცხალი” მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ 8 ქულით, მათ 7 ქულით ჭიათურა მოჰყვება. სწორედ ჭიათურის “ჭიათურასთან” ექნებაYოზურგეთის “მერცხალს” გასვლითი მატჩი, რომელიც 14 სექტემბერს შედგება.