შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამხარეო სამმართველოს პოლიციის უფროსი გიგა ჯაფარიძე სამსახურიდან ოფიციალურად გუშინ, 13 სექტემბერს დაითხოვეს. ჯაფარიძის გათავისუფლების მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება.
ჩვენი წყაროს თქმით, ჯაფარიძის შემცვლელი დღეს, 14 სექტემბერს დაინიშნება.
ჯაფარიძეს დავით ცირეკიძე შეცვლის. ცირეკიძე ჯერ ტყიბულის, თერჯოლის რაიონული პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ ზესტაფონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ბოლოს კი ქუთაისის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ, როგორც ყოველთვის, გვითხრა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით.