(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიგოითის თემის სოფელ ჩოლობარგის წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და ნიგოითის რწმუნებულთან მურმან წილოსანთან ერთად მოინახულა. სათავე ნაგებობიდან მილით წყალი გროვდება ავზებში და უკვე აქედან ეწოდება მოსახლეობას.
წყალსადენის მოწყობისთვის 12832 ლარი გამოიყო.