(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ უკვე ცნობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მომუშავე იმ პედაგოგთა ვინაობა, რომლებიც ახალი 2011 სასწავლო წლიდან ხელფასს 1000 ლარის ოდენობით მიიღებენ: მზია ვაშალომიძე, დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მზიული ბაჯელიძე, მათემატიკის მასწავლებელი (ორივე ბახვის საჯარო სკოლა); ნინო როყვა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნონა ქარჩილაძე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (ორივე სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა); ნანა ბერიძე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (ოზურგეთის #5 (ანასეული) საჯარო სკოლა).
გაზეთ “გურია ნიუსის” რედაქცია ულოცავს დიდ სიხარულსა და წარმატებას ამ მასწავლებლებს, მათ სკოლებს.