(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, აქციის _”დავასუფთაოთ მსოფლიო” ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. 17, 18, 19 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ, ტარდება გარემოსდაცვითი კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო”, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა. გამგებელმა გიორგი გოგუაძემ სპეციალური შეხვედრა გამართა და მოუწოდა დამსწრეთ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დასუფთავების აქციაში, რადგან გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.