(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელს, ლია ხუნდაძეს ტვინის შერყევა აქვს. წყაროს ინფორმაციით, გამგეობაში რამდენიმე თანამშრომელს შორის ჩხუბი მოხდა და ხუნდაძემაც ამ დროს მიიღო დაზიანება. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, ხუნდაძე სკამიდან გადმოვარდა, თუმცა, უცნობია რამ გადმოაგდო სკამიდან პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
“გურია ნიუსთან საუბრისას” ლია ხუნდაძე ამბობს, რომ შემთხვევით დაეცა და არანაირი დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, საჯარო დაწესებულებების პრესამსახურის ხელმძღვანელებს ხშირად ემართებათ ტვინის შერყევა. ცოტა ხნის წინ, იგივე დიაგნოზით პრეზიდენტის პრესამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე მოათავსეს საავადმყოფოში.