ეს სიტყვები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოგუაძის მისამართით თქვა.
_ შენ ხარ ის გამგებელი, რომელსაც ხსნიან და ახლაც გამგებელი ხარ, _ უთხრა რამაზ ნიკოლაიშვილმა ბახვში სტუმრობის დროს გია გოგუაძეს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი ხვალ, ჯუმათი-ლესა-ნინოშვილის გზის გახსნისთვის ემზდებიან და რაიონის გამგებელმა დავალებები მინისტრისგან მიიღო. გია გოგუაძე რამაზ ნიკოლაიშვილს ბახვშვი შეხვდა, რის შემდე ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდნენ და გუბერნატორის კაბინეტში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს და შემდეგ ფეხით ოზურგეთში გაისეირნენ.