ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გიორგი ტაკიძის და დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსის მერაბ კურდღელაშვილის წინა სასამართლო პროცესი ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი ბასილაშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე განიხილავს.