სინამდვილეში 1989 წლის 9 აპრილის ღამეს 22 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ხარაგაულელი, 24 წლის გოგონა, ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ფეხმძიმედ იყო, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხარაგაულელი ქალბატონი, თეა ბერიძე წერს.
“თითქმის ყოველდღე დადიოდა მიტინგებზე რუსთაველის გამზირზე. რამდენჯერმე მის ძმას უნახავს და უთქვამს – წადი სახლში თავს მიხედეო, მაგრამ იქ ასეთი ამბები ხდებოდა, სახლში რა გააჩერებდაო – იხსენებს ძმა, ვახტანგ ჭიპაშვილი.
მთელი ბაშვობა სოფელ ბაზალეთში გაატარა ელისომ, ძალიან ცელქი და ვერცხლსწყალივით მოუსვენარი გოგო ყოფილა. იმ საბედისწერო ღამეს ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და სწორედ იმ ბავშვს გადაფარებია ელისო, მერე მისკენ მობრუნებულა სალდათი და გოგონას ხმამაღლა შეუძახნია – „რა შვრები მე ფეხმძიმედ ვარო“, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს ურჯულოს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა თურმე, სხვა სამსახურებსაც ითავსებდა, დაღლას ვერ შეატყობდითო. მძიმე ტრაგედია ვერ გადაიტანა მისმა დედამ და ელისოს დაკრძალვამდე გარდაიცვალა.
გმირის სახელს ატარებს ხარაგაულში ერთ-ერთი ქუჩა.
ელისომ არაჩვეულებრივი თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მისცა თანამედროოვეებს.
#მადლობადამოუკიდებლობისთვის ????????##Thankyouforfreedom
#მადლობასამაგალითოთავდადებისთვის