“30 აპრილის აქციას ცნობილი სახეებიც უერთდებიან!.. და ამ ცნობილი სახეებიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ მშვიდობისათვის მიდის აქციაზე, რომლის თანაორგანიზატორიც არის ლალი მოროშკინა!
არა, ქ-ნ მოროშკინას განა არ აქვს მშვიდობაზე საუბრის უფლება! უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი – თანაორგანიზატორია ამ აქციისა!
ახლა კი მშვიდობაზედ!
1992-93 წლებშიც უნდოდა მშვიდობა ამბროსიჩს! გამოცდილი კაცი იყო! სტალინზე და ბერიაზე არა და, ყველა სხვა ქართველზე უფრო ხშირად ნამყოფი კრემლში!.. ეცადა! ვერ მიაღწია!
საქმეც ისაა, რომ გინდა ედუარდი იყავი და გინდა მიშა; აგრეთვე – გინდა პოროშენკო და გინდა ზელენსკი; მშვიდობას რუსეთთან ვერ მიაღწევ! ნუ, თუ იანუკოვიჩი არ იქნები; ცხადია!
2008 წელს ჩვენ ვერ მივაღწიეთ!.. რუსს უნდოდა და შემოვიდა!
2014 წელს უკრაინელებმა ვერ მიაღწიეს!
უნდოდა რუსს და შევიდა!
2022 წელსაც იგივე მოხდა!
1989 წელსაც!
ჩეჩნეთის ომის დროსაც და მაგალითად 1968 წელს, პრაღაშიც.
მოკლედ, 30 აპრილის აქციაზე რომც შეიკრიბოს 30 ათასი მოქალაქე და თითომ 30-30 ჯერ რომ იხუვლოს, მშვიდობა გვინდააა!.. ეს 900 000 შეძახილი ვერაფერს შეცვლის, თუ რუსეთმა ომი მოინდომა!…ოღონდ, რუსი, ვიმეორებ, ინდომებს მხოლოდ მაშინ, როცა დამოუკიდებელი პოლიტიკა გაქვს! დამოუკიდებელი ხარ!
და მოინდომებს კი ახლა?.. შეეცდება კი ჩვენთან შემოსვლას?..
თან – კი და თან – არა!..
დღევანდელ, ოცნების საქართველოში ის “პიროსის გამარჯვებას” თუ ეცდება!.. ისიც საეჭვოა!!!
თუ საქართველო სუვერენულ, დემოკრატიულ, დასავლურ პოლიტიკას გაატარებს, რუსეთს აქ შემოჯლიგინება, ცხადია, მოუნდება!
ოღონდ, კითხვაა – ექნება კი უნარი, შნო და მარიფათი, რომ ეს გააკეთოს უკრაინაში გარდაუვალი დამარცხების შემთხვევაში და შემდეგ?
აქაც ორგვარი პასუხია – გააჩნია! გააჩნია დამარცხების მასშტაბს!..
ამიტომ, საკითხი უნდა დაისვას არა ასე:
არ გვინდა ომი! (ვინ ჰკითხავს დათო ოქიტაშვილისა და ხათუნა ხოფერიასა და თემურ თათარაშვილის ტრიოს, აქ ომი იქნება თუ კოლექტიური ტანტრუმი), არამედ ასე:
თუ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრა, ჩვენ ვ-ვიშობთ თუ ვვიშვიშებთ? (ვიშობაში რა იგულისხმება, იცით)… ანუ, ვმოქმედებთ თუ ვბარდებით?
რას უკვეთავს ასე მაგალითად ქ-ნი ირმა სოხაძე მთავრობას? ჩაბარებას მშვიდობისათვის თუ ომს სიცოცხლის ბოლომდე?..
მე ჩემი არჩევანი სიმონიკა ბერეჟიანმა განმისაზღვრა!
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!
თქვენ? 30 აპრილს ვინც ესწრებით იმ აქციას, თქვენ?” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.