საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საფეხბურთო ჩემპიონატის f ჯგუფიდან გამსვლელ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა.
ანგარიში შეხვედრის დაწყების მეორე წუთზევე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
მეორე ტაიმში კი პორტუგალიელებმა ქართველების შეტევის დროს ლოჩოშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს. სათამაშო ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ კი მსაჯმა პორტუგალიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ჩვენმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პორტუგალიელებმა საქართველოს ნაკრების კართან არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა შეძლეს, თუმცა მამარდაშვილმა კარის გადარჩენა შეძლო.