“გურია ნიუსის“ მიერ კოვიდ პანდემიის საკითხების გაშუქებისას, სარედაქციო დავალება ხანდაზმულთა პანსიონატებში არსებული ვითარების შესწავლაც იყო.
გამოცემამ ამ თემაზე რამდენიმე ჟურნალისტური ნამუშევარი მოამზადა.
როცა გადამღები ჯგუფი ხანდაზმულთა პანსიონატ ,,ბასილიადაში” სიუჟეტის გადასაღებად მივიდა, გაჩნდა იდეა, რომ ბენეფიციარები სააღდგომო საჩუქრებით გაგვეხარებინა.
ამ იდეის გახორციელება თსუ მედიისა და ტელე-ხელოვნების კოლეჯის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ითავეს. ასე ერთიანი ძალებით, ხანდაზმულებს გადაეცათ პასკები, წითელი კვერცხები და ტკბილეულობა.
შემდეგ “გურია ნიუსი“ მასალის მოსამზადებლად ხანდაზმულთა პანსიონატ ,,ბარბარეს” ეწვია.
აღმოჩნდა, რომ პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულების დიდი ხნის ოცნება ეზოს კედლის გალამაზება იყო. თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტების და გიორგი ღოღობერიძის ფინანსური დახმარებით, გამოჩნდნენ ნიჭიერი, გულიანი ადამიანები _ ნატა მიქაძე, ნიკა ძამიაშვილი, ლაშა მარგიანი, რომლებმაც კედელი მოხატეს და ასე შეიქმნა ულამაზესი ახალი ისტორია ხანდაზმულთა პანსიონატის ეზოს კედელზე.
ავტორი: ნათია ფაჩულია