2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასურს აძვირებს _ ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 95 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი ეღირება დღგ–ს ჩათვლით.
როგორც „სოკარი“ განმარტავს, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.