აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები გლაზგოს კლიმატის ცვლილების სამიტზე არდასწრების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ bangkokpost წერს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა.
„ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია და ისინი არ გამოცხადდნენ. როგორ შეიძლება ლიდერობაზე პრეტენზია გქონდეს?! გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა. დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთს შეხედა და თქვა: „რა ღირებულებას გვთავაზობენ ისინი?“ _ განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, ასევე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები და აღნიშნა, რომ პუტინს ტუნდრა ეწვის.
„პუტინს ტუნდრა ეწვის. ფაქტობრივად, ტუნდრა იწვის. მას კლიმატის სერიოზული პრობლემები აქვს და ამ დროს დუმს“, – აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა
ცნობისთვის, 1-ელ ნოემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) გაიმართა, რომელშიც მსოფლიო ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
[sexy_author_bio]