თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერ აქციაზე ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები.
“გურია ნიუსი” ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც აქციაზე ლაგოდეხიდან ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, ნუგზარ ჩალაძეა, წარმოშობით რაჭიდან მაგრამ ლაგოდეხში ცხოვრობს.
“69 წლის კაცი ვარ. ბევრი რამე გამოვიარე. საქართველო ბედნიერია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი კაცი დაიბადა. ეს კაცი ჩვენ უნდა მოვიხმაროთ. ერთხელ ამოგვიყვანა ჭაობიდან, ახლა ციხეშია ჩვენი გულისთვის. მე უკმაყოფილო ვარ რომ ახალგაზრდები ფანჯრებიდან იყურებიან და რას ფიქრობენ არ ვიცი. მომავალი არ უნდათ თუ რუსული ჩექმა უნდათ? მერე მაგიდასთან დაჯდებიან და საქართველოს სადღეგრძელოს შესვავენ. ამ ადამიანებმა იმ უნდა რუსეთის სადღეგრძელო დალიონ”,- გვეუბნება ჩალაძე. მისივე ინფორმაციით, მარტო მისი სოფლიდან, ლელიანიდან 225 ადამიანია ჩამოსული. პარლამენტთან ასევე იმყოფებიან ტყიბულიდან ჩამოსული ადამიანები. ისინი ვერ ასახელებენ დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოვიდა მაგრამ ამბობენ რომ მიშას საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ. ” აქ რამდენიმე აქციას დავესწარით, დღესაც ჩამოვედით. ვითხოვთ მიშას კლინიკაში გადაყვანას”, _ ამბობენ ისინი.
ამ წუთებში კი აქ შეკრებილ მოქალაქეებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.