,,აშშ-ში მობილური ქსელები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე აეროპორტებში 5G-ის სერვისს არ აამოქმედებენ.“ _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, C-band სერვისი, რომელიც გთავაზობთ უფრო სწრაფ სიჩქარეს და უფრო ფართო დაფარვას, 20 იანვარს უნდა ჩართულიყო ამერიკულმა ავიაკომპანიებმა გააპროტესტეს. მათი აზრით, ახალი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტსერვისის ამ დიაპაზონის მობილურმა ტალღებმა შესაძლოა თვითმფრინავების სანავიგაციო სისტემებს გარკვეული პრობლემები შეუქმნას. შეერთებულ შტატებში ავიაკომპანიებმა ჩართვის გადადება მოითხოვეს
BBC- ის ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო ფირმებმა გამოთქვეს იმედგაცრუება, რადგან ისინი დაემორჩილნენ ზეწოლას, რათა შეეზღუდათ მათი გაშვება.
AT&T-მა განაცხადა, რომ „დროებით“ აჭიანურებს ამოქმედებას „აეროპორტის გარკვეული ასაფრენი ბილიკის გარშემო კოშკების შეზღუდული რაოდენობის გამო“, ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარეგულირებლებს „ორი წელი“ ჰქონდათ დაგეგმილი 5G სერვისის დასაწყებად.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის უუნარობით, გააკეთოს ის, რაც თითქმის 40 ქვეყანამ გააკეთა, ეს არის 5G ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენება საავიაციო სერვისების შეფერხების გარეშე და მოვუწოდებთ მათ, რომ ეს დროულად გაკეთონ“, – ნათქვამია AT&T-ის განცხადებაში.
როგორც BBC წერს, ავიაკომპანიები შიშობენ, რომ C-band 5G სიგნალები შეაფერხებს თვითმფრინავების სანავიგაციო სისტემებს, განსაკუთრებით მათ, ცუდ ამინდში. ასევე ორმა მთავარმა ავიაკომოანიამ, Airbus-მა და Boeing-მა გამოთქვა შეშფოთება.
[sexy_author_bio]