,,ეს გამთიშველი ადამიანი უნდა მოშორდეს ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა მისი თქმით, ხელისუფლებას მედიის ეშინია. მამუკა ხაზარაძე შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მთავრობის გადადგომას, დროებითი მთავრობის არჩევას და ვადამდელი არჩევნების გამართვაა.
,,ლელოს” ლიდერი თქმით, საზოგადოება ხელისუფლებას ადეკვატურ პასუხს ადგილობრივ არჩევნებზე გასცემს.
,,ეს არის გაგრძელება ივანიშვილის და ღარიბაშვილის პოლიტიკის, საზოგადოების გახლეჩის, რომელმაც პარლამენტში გადმოინაცვლა. ეს არის ძალადობის დემონსტრირება, უკონტროლობა, სახელმწიფო ინტიტუტების მოშლა.
ბუნებრივია, ხელისუფლებას მედიის ეშინია, ეს არის შიშის გამოხატულება, ,,ქართული ოცნება” ის მთავრობაა, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს და ცდილობს, თავის ქმედება სხვას დააბრალოს, მაგრამ ჩვენ ამას გამოვააშკარავებთ.
საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, რა ძალასთან აქვს საქმე. უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა, ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდეს წყნარ მდგომარეობას. ეს არ არის ნორმალური.
თავდასხმები დეპუტატებზე, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, გინებით და მუშტი-კრივით დაუშვებელია. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები არის დაშლის პირას. ამას თუ გრძნობს დღევანდელი მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დაპირისპირებაზე ხელს ითბობს?!
სანამ ეს არ დამთავრდება, არაფერი გამოვა. ის, რაც პარლამენტში ხდება, საზოგადოების ანარეკლია, რაც ამათ დათესეს“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ავტორი: მერაბ ცაავა