მსოფლიო დღითიდღე ებრძვის ისეთი ნარჩენების გადამუშავებას, როგორიც არის პლასტიკა. ცნობილია ის ფაქტი, რომ პლასტიკა ან პარკი, რომელიც პლასტიკიგან არის დამზადებული, არ იხრწნება და შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენს არა ცალკეული ქვეყნებისათვის, არამედ დედამიწისათვის.
განვითარებულმა ქვეყნებმა ნელ-ნელა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ან სრულად ამოიღოს პლასტიკა-პარკები, ან ჩაანაცვლოს მუყაოს პარკებითა. რაც, რა თქმა უნდა, არანაირ ზიანს არ აყენებს ბუნებას, თუ არ ჩავთვლით ხეების გაჩეხვას.
ხოლო, განვითარებადი ქვეყნები ამ პროგრესს ვერ ეწევიან, თავიანთი რესურსებიდან გამომდინარე, თუმცა, აღნიშნული პროცესი დაწყებულია, რაც გლობალიზაციით არის გამოწვეული.
რაც შეეხება საქართველოს, კანონი, რომელიც ეხება პლასტიკას და ბიოდეგრადირებადი პარკების წესის რეგულირებას, იგი მიიღეს მამუკა ბახტაძის პრემიერ- მინისტრობის დროს, 2018 წლის 14 სექტემბერს, ხოლო კანონი 1 -ელ ოქტომბერს ამუშავდა.
ავტორი: ნინო სილაგაძე