ფეისბუქგვერდი „პოლიტიკოსები 1 ლარიდან“ ნიკა მელიასა და თინა ბოკუჩავას ამერიკაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გვერდით ლუის ნავარო, NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ზის. მელია და ნავარო ერთმანეთს რაღაცაზე მიუთითებენ. ისინი, სავარაუდოდ, ბეისბოლს უყურებენ.
„მე ესენი ქვეყანაზე გულდათუთქული ხალხი მგონია და ამერიკაში რისთვის წასულან, აბა, უყურეთ!!!
ის წითელკეპიანი იცანით? _ ლუის ნავარო NDI’-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იყო ცოტა ხნის წინ“, _ წერს „პოლიტიკოსები 1 ლარიდან“.