დღეს სამტრედიაში სტარტი აიღო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალმა მინი ფეხბურთში.
ტურნირი სიმბოლურად რვა აგვისტოს დასრულდება.
მინი ფეხბურთი ფლეიოფის სისტემით იმართება, მასში 13 გუნდი მონაწილეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში ოთხი სამტრედიელი დაიღუპა. გახსნის დღეს მოწვეულნი იყვნენ ლაშა თევზაძის, მარლენ ბარამიას, ავეტიკ ლომიძის, ლევან მელქაძის ოჯახის წევრები.
გახსნით თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ადგილობრივი გუნდი ,,კომახოური” და სოფელ გომის გუნდი. ნინო ნანიტაშვილი
[sexy_author_bio]