ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ლელა ჩახვაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, წაქცეული ელექტრობოძი ჩანს.
საკრებულოს წევრი შესაბამის კომპანიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“energo- pro georgia როდის უნდა მოძებნოთ საშუალება ამ ავარიული ბოძის გამოსაცვლელად?! ქუჩაში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა ზაფხულში და სადაც ბავშვები დადიან, ასეთ მდგომარებაში უნდა იყოს ელექტრონერგიის გადამცემი ხაზები?!
გამოფხზლდით და სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად!” _ წერს ფეისბუქზე საკრებულოს წევრი.
გურია ნიუსი” დაუკავშირდა ზემონახსენები კომპანიის წარმომადგენლობას ლანჩხუთში და აღმოჩნდა, რომ ისინი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.
[sexy_author_bio]