„პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, „ტრიბუნას“ წევრმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ პარტიული სია წარადგინეს ქალაქის ცენტრალურ სკვერში.
მარიკა მენაღარიშვილი , გიორგი სარჯველაძე , თეიმურაზ ჯორბენაძე , ნათია თვალაბეიშვილი , ინგა იმნაძე და ქეთევან წილოსანი- ასე გამოიყურება სიის პირველი შვიდეული.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით: „ დღეს არც თანამდებობებისთვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად.
2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმის დღეს!
ჩვენ ბრძოლაში ვართ ცვლილებებისთვის!
ბრძოლაში გადარჩენისთვის!
და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერია.“
ლია მუხაშავრიას განცხადებით გუნდის მთავარი ამოცანაა განათლების, წარმოების განვითარების ხელშეწყობა რეგიონში, ინფრასტრუქტურის მოწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საწარმოების შექმნა, განსაკუთრებული აქცენტით სოციალურ საწარმოებზე;
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;
სახელოსნოების შექმნა და ადგილზე პროფესიული მომზადება;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა
პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნა;
სკოლის მოსწავლეებისთვის კომპიუტერი ონლაინ სწავლის უზრუნველყოფა;
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრის გახსნა სარეაბილიტაციო მომსახურების გასაწევად;
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტისთვის ბუნებრივი აირისმიწოდების უზრუნველყოფა;
24 საათიანი წყალმომარაგება ყველა სოფელს.
ამ და სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებას ჰპირდება ტრიბუნას გუნდი ლანჩხუთს.
[sexy_author_bio]