2 გარდაცვლილი და 60-ზე მეტი დაშავებული – ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა შორის 11 ბავშვია, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. დანგრეულია მიმდებარე შენობებიც. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.