ზაფხული სიახლეებისა და თავგადასავლებისათვის შესანიშნავი დროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის ივნისში ორი ჯადოსნური თარიღი გველის, როცა ჩვენი ოცნებებისა და მიზნების ახდენა იმაზე რეალური იქნება, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ:
2024 წლის 9 ივნისი
ამ დღეს მოქმედების პლანეტა – მარსი კუროს ნიშანში გადადის. კუროს კი ვენერა, სიყვარულის პლანეტა მართავს. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, სწორედ აღნიშნულ დღეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და საოცარ თავგადასავალს გაჩუქებთ. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, არ არის გამორიცხული, ამ დღეს ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანაზე იფიქროთ, ხელი გთხოვონ, ქორწილის გეგმა შეადგინოთ. ხოლო, თუ დაქორწინებული ხართ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყოს და საინტერესო სიახლის შესახებ გაიგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თარიღი პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით არაერთ ადამიანს მნიშვნელოვან ცვლილებასა და პოზიტიურ ამბებს ჰპირდება.
2024 წლის 22 ივნისი
2024 წლის 22 ივნისს სავსე მთვარე გველის. სავსე მთვარე თხის რქის ნიშანში იქნება, ამიტომაც შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, კარიერული თვალსაზრისით დაწინაურდეთ, ახალი, მომგებიანი შეთავაზებები მიიღოთ, ნანატრი დაწინაურების, ხელფასის ზრდის შესახებ შეიტყოთ. თქვენმა საქმემ, წამოწყებამ გაამართლოს და სერიოზული ფინანსური მოგებაც ნახოთ.
ამავდროულად, 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა და ამ დღის ენერგია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის, ამიტომაც სიკეთე, სიყვარული, დახმარების სურვილი, დადებითი ემოციები უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ და თავადაც ბედნიერად იგრძნობთ თავს. იმისათვის, რომ ამ დღის ენერგია სრულად გამოიყენოთ, რამდენიმე მარტივი რიტუალის ჩატარებაა რეკომენდებული.