თბილისში, ნუცუბიძის მეორე პლატოზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 80 წლის ქალი გარდაცვლილი კარის შემტვრევის შემდეგ ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის დაახლოებით 14 დღის გარდაცვლილია.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალი მარტო ცხოვრობდა და ავადმყოფობდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.