ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია იაპონიის ცენტრალურ ნაწილში. წყალდიდობის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის გამო 2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. თუმცა, ბრძანების შესრულება სავალდებულო არ არის, რის გამოც, მოქალაქეების ნაწილი საცხოვრებელ სახლების დატოვებაზე უარს ამბობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა და 44 კი დაკარგულია.