თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართულ შეჯიბრებაში ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავის, რომ ტურნირში ოზურგეთი, სულ 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, _ ამის შესახებ ინფორმაციას მწვრთნელი ირაკლი ტუღუში სოციალურ ქსელში წერს.
“2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. სულ 5 მონაწილე სპორტსმენი. საქართველოს გოჯუ-რიუს ეროვნულ ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ გაერთიანებასთან არსებული ტაეკვონდოს ჯგუფმა სრულკონტაქტურ გოჯუ-რიუ კარატე დოში, რომელიც თბილისში ჩატარდა ძიუდოს აკადემიაში 18 წლამდე სპორტსმენებს შორის, სადაც 300 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ბრწყინვალედ იასპარეზა და 5 დან ხუთი მედალი აიღო”, _ წერს წარმატებულ სპორტსმენთა მწვრთნელი.