20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის გამო დაკავებულებმა, ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა, შიმშილობა დაიწყეს.
როგორც ბრალდებულები ამბობენ, ამ ფორმით უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.
საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 იანვარს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.