საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს.
“20-22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერია 112-ის მიერ მოსახლეობისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.