ასტროლოგების თქმით, აგვისტო ძალაუფლების თვეა და წყლის ლურჯი კურდღლის წლის ენერგია მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს. ისინი ასახელებენ თარიღებს, როცა ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ასეთია 20-23 აგვისტო.
ამ დღეებში ადამიანები არაპროგნოზული ხასიათითა და ქცევით გამოირჩევიან და ნებისმიერ დროს შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს. მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ, გაგიჭირდებათ კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე 22 აგვისტოა. ასტროლოგების თქმით, ამ დღეს ყველა ადამიანი განსაკუთრებით უნდა ეცადოს, რომ გაუგებრობები, კამათი თავიდან აირიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში საქმე ცუდად წავიდეს და არასასურველი შედეგი მიიღოთ.