ვერძი
დღეს ბავშვთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ. მათ კი ვისაც ჯერ ცხოვრების მეგზური არ გიპოვნიათ, შესაძლოა სულიერ მეგობარს შეხვდეთ.
კურო
დღეს რეალობას მოწყვეტილი იქნებით. დოკუმენტებს ხელი დაუფიქრებლად არ მოაწეროთ.
ტყუპები
დღეს შეიძლება სამსახურში დაწყებული საქმეები დროზე ადრე დაასრულოთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ და დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ.
კირჩხიბი
ახლობლისგან სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ. საღამოს შესაძლოა წვეულებაზე მოგიწიოთ წასვლა, სადაც თქვენი თავაზიანობითა და მომხიბვლელობით ყურადღების ცენტრში მოხვდებით.
ლომი
დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კარგი დღეა ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ქალწული
დღეს ნუ მიიღებთ ქორწინებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
სასწორი
დღეს შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებაში დაგეხმარებიან.
მორიელი
დღეს მოგიწევთ შინაგან სისუსტეს გაუმკლავდეთ და გაანალიზოთ თქვენს ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემები.
მშვილდოსანი
კარგი დროა ოჯახური ცხოვრებით დატკბობისთვის. სახლში ჰარმონია დაისადგურებს.
მერწყული
თუ სამომავლოდ მოგზაურობას გეგმავთ, მოგიწევთ ცოტა ხნით გადადოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
თხის რქა
დღეს შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან განახლების სურვილი გაგიჩნდეთ. კარგი დღეა ახალი ნივთების შესაძენად.
თევზები
კრეატიულობის წყალობით შეძლებთ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. სამსახურში შრომა დაგიფასდებათ. შესაძლოა, პრემიაც მიიღოთ ან ძველი ვალი დაგიბრუნონ.