გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, ყოფილი პატიმრის შვილებისათვის. ყოფილ პატიმართა 20 შვილს გადაეცა სასწავლო ნივთების მრავალფეროვანი პაკეტი. სასწავლო ნივთების შერჩევა მათთან კონსულტაციის შედეგად ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მოხდა.
“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ _ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საქმიანობები საქართველოს ოთხ რეგიონს მოიცავს: აჭარას, გურიას, იმერეთსა და სამეგრელოს და მას დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიიaxს ახალგაზრდული რესურსცენტრი, აფხაზინტერკონტი“ და „თანაზიარი“ ახორციელებენ.