განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული გორში ავტოსამრეცხაოს ფლობს, მისი ბიზნესს კი ე.წ. კრიმინალური სამყარო არეკეტებდა და ფულს სისტემატურად სძალავდა.
საქმის გარჩევა კი გუშინ რკინიგზის დასახლებაში მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
წყარო: პრაიმტაიმი