ინციდენტი ვარკეთილის ზემო პლატოზე – ადგილობრივების განცხადებით, 20 წლის ბიჭი ყელის არეში დაჭრეს. მას პირველადი დახმარება უცნობმა გოგონამ გაუწია. მეზობლებმა სასწრაფო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს და დაშავებული ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, _ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.