მექსიკაში 200-მდე მიგრანტი დოკუმენტების, საკვებისა და წყლის გარეშე სატვირთო ავტომობილში იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათ მექსიკაში ჩაღწევამდე გვატემალას, ჰონდურასის და ელ სალვადორის გავლა შეძლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის ეჭვის საფუძველზე პოლიციამ 3 პირი დააკავა.
მექსიკის პოლიციის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შეჩერდა, მიგრანტების აღმოჩენა კი სკანერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.