გრიგოლ ამბაკოს ძე დუმბაძის ძველებური ტიპის სახლი გურიაში, შემოქმედის თემში შემავალ სოფელ გონებისკარში მდებარეობს.
სახლის მეპატრონის ცნობით, ის 200 წლის წინათ ააშენეს. სახლის კედლები, ჭერიც და იატაკიც აშენებულია წაბლის ხის ცულით დათლილი მასალისაგან. სახლის აივანზე დაყენებულია 4 ცალი მასიური ფიგურებით გაფორმებული წაბლის ხისგან გამოთლილი სვეტები. სახლი ღოჯიანია და აშენებულია ულურსმნოდ. ლურსმნების მაგივრად გამოყენებულია თითის სიმსხო გათლილი ჩხირები, ანუ როგორც გურიაში უწოდებენ კოტები. სახლის და სარდაფის სამხრეთ კედელზე გარედან მიშენებულია თლილი ქვის მასალით გაკეთებული ბუხარი. სახლის სახურავი დაფარულია ყავრით…“
“მთელი რიგი დაკითხვების შედეგად ირკვევა, რომ ასეთი ტიპის სახლი ჩვენში არსად მოიპოვება. სასურველია იგი დაცული იქნას როგორც სამუზეუმო ექსპონატი“ – წერს მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი მ. თავდუმაძე.
წყარო: ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი • Ozurgeti Folklore Centre