https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ელის ბახმაროს

17:09; 21.09.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1895 წელს ბახმაროში ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია იმყოფებოდა და მისი აღწერით, იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. დღეს კი უნიკალურ კურორტზე სახლების რაოდენობა 3000-ს აღემატება. სახლების ნაწილი ახალაშენებული და ფეშენებლურია. თუმცა, ბახმაროში, მშენებლობები გასული წლის აგვისტოს მიწურულს შეწყდა.

2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას “აღმოაჩინა”, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე ტყეში სახლები იყო აშენებული! ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი საკრებულოზე მიდგა და საჯარო დაწესებულებიდან პროკურატურისა და კუდ-ის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმალებოდა.

2008-2009 წლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას, ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს მმართველი გუნდის ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, “ნაცების” სიის მესამე ნომერი შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ სირაძის მიერ, გაცემული იყო 388 მსგავსი დოკუმენტი. კომისიის წევრები, დღესაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან. უფრო მეტიც, სირაძის მეუღლის მამიდაშვილი და მისი კომისიის წევრი დიმიტრი კორიფაძე დღეს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეა. კორიფაძე ამბობს, რომ მისთვის სირაძის საქმიანობა უცნობი გახლდათ. ამავეს ამბობენ კომისიის სხვა წევრები.

შოთა სირაძეს სამართალდამცველები ერთ წელზე მეტია ეძებენ. ამდენივე ხანია მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პროკურატურა ახლაც მზადაა საპროცესო გარიგება გააფორმოს. თუმცა, ძებნილი არ ჩნდება. სირაძის მიმავლის მიზეზები ვერც მის ადვოკატს, კობა ესაძეს გაურკვევია. თუმცა, ჩოხატაურში უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გამოჩენა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის:

_ შოთას ალაპარაკება არავის “აწყობს”. ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველა ყველას ახლობელია. შეუძლებელია სირაძეს მარტო, მფარველების გარეშე გაებედა ამდენი რამ. მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებდნენ, მაშინვე, როგორც კი კუდ-მა მისი კომისიის მასალები მოითხოვა, ის ქვეყნიდან გააპარეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩოხატაურში საკრებულოს არჩევნები ხელახლა იქნება ჩასატარებელი, _ ამბობდა და ახლაც დაბეჯითებით იმეორებს ჩვენი წყარო.

სირაძის მიერ გაცემული მიწების უმეტესობა, ტყის ზოლში აჭარისა და ვაკიჯვრის ქუჩაზეა გაცემული.

მიხეილ სააკაშვილის 525-ე ბრძანებულება (11.12.2007 წ.) მკაცრად განსაზღვრავს იმ წესებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიწის დაკანონება. ბრძანებულების თანახმად, მიწის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ასაღებად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რომ განმცხადებელს თვითნებურად ჰქონდა მიწა დაკავებული ან დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, წარმოადგინოს მოწმე. ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლების ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი.

2008-2009 წლებში, სირაძის მიერ გაცემული საბუთით მიწა ბევრმა ჩინოსანმა დაიკანონა. თუმცა, ამ ამბის გახმაურებიდან ძალიან მალე, უკლებლივ ყველამ, მიწა ზედ დამაგრებული ქონებით, სახელმწიფოს “ნებით აჩუქა”, უფრო დაზუსტებით კი _ ჩააბარებინეს: “გთხოვთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია”, _ ასეთი სახის განცხადებები, გასული წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში 274-ჯერ შევიდა. ყველა მათგანზე 5 ლარი და 50 თეთრია გადახდილი.

“გურია ნიუსმა”, ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ამ სქემის გაშიფვრის უკან სხვა “თავები” იმალებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ “განტევების ვაცი” მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა. სამაგიეროდ კი, სახელმწიფომ ათასობით დოლარის ქონება მიიღო.

გასულ წელს, სანდო წყარომ გვაცნობა, რომ, მიხეილ სააკაშვილი უნიკალურ კურორტს არაბ შეიხს შეჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორს ბახმაროში სრული თავისუფლება მიეცემოდა და იქ არც ერთი სახლი არ იქნებოდა. ოფიციოზმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, ეჭვები და ინფორმაცია იმან გაამყარა, რომ ამ სკანდალის ატეხვამდე რამდენიმე თვის ადრე გაკეთებულ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმაში, იქ მდებარე არც ერთი სახლი არ ფიგურირებდა. პროექტის ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გეგმის თანახმად, ბახმაროში, მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა(?!).

ჩხენკელის ინფორმაციით, მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი, მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ფეშენებელური ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სასტუმრო კომპლექსებს დასჭირდეთ დასახლებული პუნქტების ათვისება, თუმცა, მიწის კანონიერ მფლობელებს ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, შესთავაზებს თუ არა ვინმე ალტერნატიულ ადგილებს კოტეჯების მეპატრონეებს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ბახმაროსთან დაკავშირებით ხელისუფლება გეგმების, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს გავახმაურეთ, გახორციელებას იწყებს.

რამდენიმე დღის წინ, ფოთში, აეროპორტის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე, მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განცხადებაც კი გააკეთა: “ფოთი უნდა გახდეს ცენტრალური ქალაქი მთელი საქართველოსთვის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადმოდის ქუთაისში, დინამიკურად ვითარდება აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, სერიოზულ განვითარებას იწყებს გურია, ეს იქნება ყველაფრის დამაკავშირებელი, რადგან აეროპორტის გარეშე, ფუნქციონირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება”.

მისივე თქმით, გურიას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და გარდა ურეკისა, ბახმაროც მნიშვნელოვანი სტატუსის მატარებელია. სააკაშვილის განცხადებით, ბახმარო ზამთრის კურორტად უნდა იქცეს.

ბახმაროს განვითარება რომ ძალიან კარგი საქმეა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, როგორც წყარომ გვაცნობა, ეს ბევრ რიგით ადამიანს დააზარალებს. საქმე იმაშია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბახმაროში ქონება ბებია-ბაბუა დაუტოვა და დარეგისტრირებული არ აქვთ (უნდა ჰქონდეთ ორთოფოტო და ელექტრო ვერსია) ყველაფერს წაართმევენ. ერთადერთი კატეგორია, რომელიც ბახმაროში საკუთრების დაკანონებას შეძლებს (როგორც გვეუბნებიან, ეს დაკანონება მხოლოდ ერთ თვეს გასტანს და შემდეგ ეს პროცესიც შეჩერდება) ისინი იქნებიან, რომლებსაც ქონება აუქციონის წესით აქვთ ნაყიდი. თვითნებურად დასაკუთრებული მიწების დაკანონება კი, მიუხედავად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, აღარ მოხდება. ლეგალიზაციის კომისიას კურორტზე ყველანაირი დოკუმენტის გაცემა უკვე აკრძალული აქვს. მართალია ბრძანება არაოფიციალურია, მაგრამ ჩოხატაურის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია ზეპირ ბრძანებას ზედმიწევნით ასრულებს და ბახმაროში მიწებზე საკუთრების მოწმობას არ სცემს. შესაბამისად, ქონების დარეგისტრირებას ვერც საჯარო რეესტრი ახორციელებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბახმაროს ოფიციალურად დაიკანონებს (დღემდე კურორტის მეპატრონე უცნობია) და დაეპატრონება, კურორტზე ერთი გოჯა მიწის სამართლებრივად დაკანონება შეუძლებელი გახდება. წყაროს ცნობით, ხელისუფლებას დიდი გეგმები აქვს. უკვე არსებობს რამდენიმე ინვესტორი, რომლებსაც მთავრობა მიწების მიზერულ ფასად გადაცემას დაჰპირდა, თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ორშაბათს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ბახმაროს თემასთან დაკავშირებით შეხვდა. ჩიტაიშვილმა შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი “გურია ნიუსთან” გააკეთა და ექსკლუზიურად დეტალებიც გაგვიმხილა:

_ შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა _ ვერა ქობალიასთან და რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად. საუბარი ბახმაროს განვითარებაზე იყო. პირველ რიგში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე ტიპის სასტუმროები, გაკეთდება საბაგირო და სათხილამურო ტრასები, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ჯერჯერობით, კურორტის განვითარებაზე კონკრეტული თანხა არ გამოყოფილა:

_ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ძალიან მალე, ამ საკითხზე გურიას ვერა ქობალია და რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად ესტუმრებიან, _ აღნიშნა მხარის პირველმა პირმა.

ჩიტაიშვილმა ვერ გვიპასუხა, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია ბახმაროში კოტეჯები უდგათ, მაგრამ დაკანონებული არ აქვთ:

_ ვისაც იურიდიულად გამართული დოკუმენტაცია გააჩნია და ბახმაროში ქონება დაკანონებული აქვს, არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

_ ბატონო ვალერი, არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიამ გარკვეული წესების დაცვით უნდა დააკანონოს ის მიწები, რომლებიც ადამიანებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული და მას წლების განმავლობაში იყენებდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ლეგალიზაციის კომისია, მიუხედავად ამ ბრძანებულებისა, მიწებს არ აკანონებს…

_ ახლა ნამდვილად არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დაზუსტებით გეტყვის იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვთ გაკეთებული პრობლემები არ შეექმნებათ, _ დაგვიზუსტა ჩიტაიშვილმა.

იმ ფონზე, რომ მომავალ წელს არჩევნებია და გურია ადვილად მოსაგები რეგიონი არ არის, წყაროს ინფორმაცია, რომ კურორტზე სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი რეგიონის თავკაცად სწორედ ნიკოლაიშვილი მოიაზრება, ხოლო ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ფავორიტ მინისტრად მიიჩნევა, სავარაუდოა, რომ მალე დიდი ცვლილებები გველის. უცნობია, ვისთვის იქნება სასიკეთო ეს ცვლილებები, თუმცა, თუ გასული წლების მოვლენებს გადავხედავთ, ალბათ საჯარო რეესტრს რამდენიმე დღეში კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს საკუთრების მიტოვების მოთხოვნით. რა თქმა უნდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ ხომ იმ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ უფლებაზე, კარგა ხანია აღარც კი საუბრობენ!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შეხვედრა ჩაის პლანტაციაში

ავტობანი გურიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო