ფრაქცია ,,ნაციონლური მოძრაობის“ სხდომაზე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბერში ქართველ ხალხთან ერთად იზეიმა ,,ნაციონალური მოძრაობის’ დამარცხება.
,,ვიყავი და ვარ ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით ,,ქართულ ოცნებაში“და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, _განაცხადა ბახტაძემ.